|
2021-10-02 21:22:04, 734 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია- დედაქალაქმა თავისი სიტყვა თქვა, ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა
დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა, ხალხი გამოვიდა და ქართული ოცნება დაამარცხა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში. - ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა და გაერთიანებული ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, „იფსოსის“ ეგზიტპოლების გამოცხადების შედეგ განაცხადა. როგორც ხოშტარია ამბობს, ახლა მთავარია უახლოესი 2 საათის განმავლობაში დაიცვან ხმები. „დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა, ხალხი გამოვიდა და ქართული ოცნება დაამარცხა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში. რა თქმა უნდა ახლა ჩვენი ყველას ამოცანა არის, რომ დავიცვათ ხმები უახლოესი 2 საათის განმავლობაში. წარმომიდგენია აღელვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა უბანზე ვიცავთ ხმებს. ძალიან მალე თბილისს ეყოლება კოალიციური მმართველობა არ არსებობს ქართული ოცნების კვლევა, ის რასაც ამბობენ, ასე ცოტას რომ იწერენ, ნიშნავს, რომ მართლა მინუს ათია ალბათ რასაც იწერენ იმაზე, მსჯელობასაც არ ვაპირებ ოცნების კვლევებზე. „ედისონი" და „იფსოსი" ორი ობიექტური კვლევა ამყარებს, რომ სურათი არის ნათელი და თბილისი არის მოგებული, დედაქალაქის მოგება არის ქართული ოცნების დამარცხება. ჩვენ ვნახეთ მობილიზებული თბილისი, ამან მოიტანა შედეგი ახლა რეგიონებშიც და თბილისშიც უნდა დავიცვათ ხმები, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონებში ხალხს ეშინია ხოლმე კვლევებზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)