|
2021-10-02 20:45:43, 597 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის
მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განცხადა. „როგორც ვამბობდი მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას. დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შემდეგი 3 წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები. აქამდე გვაქვს ძალიან დიდი დრო ამიტომ, ყოველდღიური ჩართულობა და მუშაობა თქვენი, ახალგაზრდების, რომლებიც მინდა განსაკუთრებულად გამოგყოთ და განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის და იმ საქმიანობისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი გუნდისთვისა და ქალაქისთვის. გადაგიხდით დიდ მადლობას და დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგებს, თუმცა არსებული ეგზიტპოლის მიხედვით ყველგან გამარჯვებულია „ქართული ოცნება“ და გილოცავთ კიდევ ერთხელ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)