|
2021-10-02 20:23:41, 821 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ ოპონენტებს, დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია, სიძულვილის და სიცრუის ეპოქა
ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში დღეს დასრულდა პოლარიზაცია, სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა. „გილოცავთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ ყველა მერს ამ დიდებულ გამარჯვებას. მინდა მივმართო ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში, დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან უნდა დაიწყოს ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის, განვითარების ხანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე 51.3%-ით ლიდერობს, მას მოსდევს ნიკა მელია 34.6%-ით.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)