|
2021-10-02 16:57:36, 570 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში ჯამში 175 საჩივარია შესული
15:00 სთ-ის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში შესულია 175 საჩივარი, მათი უმეტესობა ეხება პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა. "დღეს ასევე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 24,3 % დილის 08:00 სთ-ისთვის არ იყო მზად კენჭისყრის პროცესის დასაწყებად. ჩვენ დილიდან წარმოგიდგენთ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და უკვე დილის 08:30 სთ-ზე გაცნობეთ, რომ კენჭისყრისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები 08:00 სთ-ზე გაიხსნა. მხოლოდ 10-15 წთ-ის დაგვიანებით გაიხსნა სულ 9 უბანი საქართველოს მასშტაბით (მთაწმინდა 1 უბანი, კრწანისი 2 უბანი, ვაკე 3 უბანი, დედოფლისწყარო 1 უბანი, ხობი 1 უბანი, მარტვილი 1 უბანი), რაც დამეთანხმებით, ვერანაირად ვერ იქნება 3664 უბნის 24.3% პროცენტი. ამავე ორგანიზაციის განცხადებით ზუგდიდის # 90-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც მათი თქმით -„მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა“. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაციაც და გაცნობებთ, რომ რამდენიმე დამკვირვებელი კენჭისყრის პროცესს უშლიდახელს, ისინი ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უღებდნენ ფოტოს, ზემოაღნიშნულის გამო კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა ისინი, თუმცა მოგვიანებით მოუხდა მათი უბნიდან გაძევება.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)