|
2021-10-02 14:57:32, 363 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: რამდენიმე საათი გვაშორებს დამაჯერებელ გამარჯვებამდე
"არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს იმ აქტიურობისთვის. საარჩევნო პროცესი, ხმის მიცემა გრძელდება და ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ. რამდენიმე საათი გვაშორებს დამაჯერებელ გამარჯვებამდე პირველივე ტურში, ყველა მუნიციპალიტეტში და ამისთვის გადამწყვეტია თითოეული მოქალაქის, ჩვენი მხარდამჭერის ხმა," - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. მისი თქმით, დღის განმავლობაში არაერთი დარღვევა დააფიქსირეს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. „დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა, როგორც ნაცმოძრაობის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევდნენ საარჩევნო კანონმდებლობას. ეს ყველაფერი იქნება დაფიქსირებული და გადაეცემა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან წელს, ამ თვითმმართველობის არჩევნებს არაერთი რეპუტაციული, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც დღეს, ასევე ხვალ და მომავალშიც, დღევანდელი გამარჯვება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობიან განვითარებაში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ამ რეგიონის მაცხოვრებელი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)