|
2021-10-02 10:46:35, 738 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - აქ ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, ვერც ერთი ზონდერი ამ ქვეყანას მომავალს ვერ წაართმევს
აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვიღაც დავამარცხოთ, აქ ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და ვერც ერთი ზონერი, მოკრიმინალური ელემენტები ამ ქვეყანას მომავალს ვერ წაართმევენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მექვსე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, მარტივია თქმა, თუ რას დაუჭირა მხარი. „ძალიან მარტივია თქმა, თუ რას მივეცი ხმა, ძალიან მარტივია ასახსნელად, თუ რას დავუჭირე მხარი. ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ოლიგაქრიული წეს-წყობილება გაგრძელდეს, არ სურს, რომ ხელისუფლებას მთავარ დასაყდრენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში სუს-თან მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ ვიხილეთ, არაგულწრფელი ხელისუფლება, გსურთ, რომ ერთი ფერი იყოს მუდმივად საქართველოში, ლურჯი ფერი იყოს, ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება ოპოზიციურ-კოალიციური მმართველობის ქვეშ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება მმართველი, თუ ასეთები შემორჩით, მხარს დაუჭერთ ამ სამ ადამიანს, რომლებიც ცდილობენ შავზე-თეთრი თქვან სულ, ამიტომ, არჩევანი ძალიან ადვილი იყო, ვფიქრობთ, ყველას სჭირდება განვითარების მძლავრი იმპულსი, ნორმალური, როგორც მინიმუმ საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების დროს განხორციელდეს. მათ პირობებში, რაც არ უნდა ნიჭიერები, პროფესიონალები ვიყოთ, გასაქანი ადამიანს უბრალოდ არ აქვს, ამიტომ ყველანი საარჩევნო უბნებზე, ყველანი იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი და ჩვენ უნდა ჩავდოთ წილი ამ ქვეყნის განვითარებში, ნუჩათვლით, რომ პოლიტიკოსები იმარჯვებენ ამ არჩევნებში, ეს ის არჩევნებია, კენჭისყრაა, სადაც ყველას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათი თანამონაწილეობის გარეშე არაფერი გამოვა“, - განაცხადა მელიამ.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)