14:38 - 14 Aug, 2026
|
2021-10-01 11:38:39, 638 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის „ფეიკ-ვიდეო“
არ შეიძლება, კომენტარი სერიოზულად გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც სჯერა, შეგვიძლია, გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის ფეიკვიდეო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. „ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, ცრუ ინფორმაცია არ გავრცელდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ. მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება. "დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)