14:38 - 14 Aug, 2026
|
2021-10-01 11:30:00, 715 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - 3 ოქტომბერს, დილიდან დავიძრათ თბილისისკენ, თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართავს აქვეყნებს და ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. "ყველას უნდა გვესმოდეს რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად.მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას. ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ." - აცხადებს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)