|
2021-09-30 15:00:46, 408 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ჯაბიძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე, ჯაბიძის ქუჩაზე, ახალი საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დასრულდა. -ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონები. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანება - დაირგო ხეები და დაითესა ბალახი. „აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 167 623 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსმა“ განახორციელა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო. „-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)