|
2021-09-30 11:55:00, 460 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მემორანდუმის მიზანია საქართველოში წვრილფეხა მეცხოველეობის დარგის შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც „კვლევისა და დახმარების ფონდის” (FASEP) პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ინიციატორმა, ბიზნესმენმა და საერთაშორისო ექსპერტმა, ჟაკ ფლურიმ მოაწერეს. FASEP პროექტის ბიუჯეტი 507 472 ევროა, რომელიც, ქართული მხარისთვის საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული კერძო კომპანიის „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ ფინანსური მხარდაჭერაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)