|
2021-09-30 10:10:42, 516 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი დიპლომატების მოსმენებზე - სამწუხაროა, დემოკრატიულ ქვეყნებში ჯაშუშობა არ მართლდება
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, რომელიც უკვე საქართველოშია, მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, პატივი სცენ მშვიდობიან არჩევნებს და დაემორჩილონ ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას. ევროპარლამენტარმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება გამოიწვევს პროვოკაციებს. „ჩემი გზავნილია პარტიების მიმართ, გთხოვთ, პატივი სცეთ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი საქართველოშია, რამდენიმე კვირის წინ ევროპარლამენტარები შეხვდით მიხეილ სააკაშვილს, მეც და ყველა წევრმა მკაფიოდ ვთხოვეთ, არ გამოიწვის პროვოკაციები, გამოიყენოს მისი პოლიტიკური კაპიტალი, ვითარების დეპოლარიზაციისთვის, გააკეთოს ყველაფერი, საქართველოში მხოლოდ არჩევნების შემდეგ არსებული პოლარიზაციის დასაძლევად“, - განცახადა კალიურანდმა. ევროპარლამენტარმა სავარაუდოდ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ვინმეზე ჯაშუშობის გამართლება არ არსებობს. „სამწუხაროა, რომ ევროკავშირის დიპლომატებს უსმენდნენ, დემოკრატიულ ქვეყნებში ვინმეზე ჯაშუშობის გამართლება არ არსებობს“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)