|
2021-09-28 15:52:28, 467 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს ხელმძღვანელები „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილეები გიორგი სიორიძე და გიორგი შარაბიძე ესწრებოდნენ. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოს თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის. საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის საკითხს და იმ ცვლილებებს, რომელიც ამ რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა არჩევნების პროცესში სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობის და მათ მიერ გამოცემული რეკომენდაციების მნიშვნელობას. „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ წარმომადგენლები ხმის დათვლის პროცესის ვიდეო გადაღების და შემდგომ ამ მასალის ინტერნეტ პლატფორმაზე განთავსების საკითხითაც დაინტერესდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ასევე ინფორმაცია მიაწოდა საპილოტე პროექტზე, რომელიც კრწანისის #4 საარჩევნო ოლქში განხორციელდება და რომელიც ხმის მიცემის და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)