13:43 - 14 Aug, 2026
|
2021-09-28 11:48:28, 899 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ნათელია, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია
ნათელია, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუში კითხვას - „ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“. ზურაბიშვილის თქმით, რთულია დანახვა, როგორ შეძლებს კოალიციური მთავრობა ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ანტაგონისტურია. „მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)