10:19 - 02 Aug, 2026
|
2021-09-27 12:21:08, 466 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. თორნიკე რიჟვაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია დაკარგული ტერიტორიების და დაკარგული ურთიერთობის დაბრუნება. ,,დღეს არის მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის, სოხუმის დაცემის დღე და გარდა ამ დღის სიმძიმისა, ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს დაკარგულ ტერიტორიებს, დაკარგულ ურთიერთობებს, რომელიც აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)