|
2021-09-23 21:22:24, 935 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია- საათ- ნახევრის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ პრაქტიკულად ევროკავშირის საელჩოს ბლოკირება
საათ- ნახევრის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ პრაქტიკულად ევროკავშირის საელჩოს ბლოკირება-ამის შესახებ მოძრაობა "დროას"ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს რაც ვნახეთ,ეს იყო თავდასხმა,არა მხოლოდ ოპოზიციაზე ,არამედ ევროკავშირზეც . "დღეს ჩვენ ვნახეთ,რომ "ქართულ ოცნებას" ერთადერთი რაც ამოძრავებს ეს არის შიში ,შიში ძალაუფლების დაკარგვის,შიში სკამების დაკარგვის. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი კარგავენ ამ ძალაუფლებას,ისინი არიან დამარცხებულები და ოპოზიცია და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა,რომელსაც არ უნდა ძალადობა,რომელსაც არ უდნა ჩაგვრა,რომელსაც არ უნდა უსამართლობაა, რომელსაც უნდა მშვიდობა,ევროპა და განვითარება ეს უმრავლესობა აუცილებლად გაიმარჯვებს 2 ოქტომბერის რეფერენდუმში. ამ დარჩენილი დღეებში მიუხედავად ამისა,ჩვენ ვხედავთ,რომ "ქართულ ოცნებას " შეუძლია უდიდესი დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და კერძოდ,ჩვენ დღეს რაც ვნახეთ,ეს იყო თავდასხმა,არა მხოლოდ ოპოზიციაზე ,რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ,არამედ ევროკავშირზეც . საათ- ნახევრის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ პრაქტიკულად ევროკავშირის საელჩოს ბლოკირება,რაც არის მოსმენებთან ერთად ყველა იმ ანტიდასავლურ ნაბიჯებთან ერთად, განაცხადი,რომ "ქართული ოცნებას" უნდა გამოგვტაცოს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილება, პროდასავლური , განვითარებული, საქართველოს შესახებ.-განაცხადა ელენე ხოშტარიამ
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)