|
2021-09-23 20:56:37, 653 ნახვა
პოლიტიკა
მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოდბისხევის ისტორიულ ბაზარს ესტუმრა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი, ბოდბისხევის მაჟორიტარობის კანდიდატთან გოჩა ხოსიტაშვილთან ერთად სოფელ ბოდბისხევში მდებარე ისტორიულ ბაზარს ეწვია.- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოვაჭრეებს შეხვდნენ, გაესაუბრნენ და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებთან ერთად სააგიტაციო ფლაერებიც თავად დაარიგეს. მათ საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ და მხარდაჭრისკენ მოუწოდეს. „2 ოქტომბერს ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. საარჩევნო ხმა არის ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი, რომელსაც ძალიან სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენი სწორი არჩევანი განსაზღვრავს ყველა ჩვენთაგანის შემდგომ კეთილდღეობას,“ - განაცხადა მოვაჭრეებთან შეხვედრისას მალხაზ ბეგიაშვილმა. "შეგახსებთ, რომ ბოსბისხევის ბაზარი 1902 წლიდან ფუნქციონირებს და იქ როგორც ადგილობრივი, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ფერმერები მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ."-ნათქვამია განცხადებაში.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)