|
2021-09-23 16:58:09, 602 ნახვა
საზოგადოება
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა დღეს საწარმო „ნოვა“-ს თანამშრომლებთან გაიმართა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა დღეს საწარმო ,,ნოვა“-ს თანამშრომლებთან გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა და ვაქცინაციის ირგვლივ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ. ,,დღეს ვიმყოფებოდით საწარმო ,,ნოვა“-ში, სადაც შევხვდით ორგანიზაციის თანამშრომლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც არ იყვნენ ვაქცინირებულები. თანამშრომლებს ქონდათ კითხვები და მოსაზრებები, ყველა კითხვა იქნა განხილული და შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობა მათგანმა გადაწყვიტა ვაქცინაცია. გამსვლელი ბრიგადის საშუალებით, ადმინისტრირება მოხდა სამი სახის ვაქცინით: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით“ - აღნიშნა, შეხვედრის შემდგომ მარი ზანაქიძემ. მინისტრმა საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობაზე, ვაქცინაციის აუცილებლობასა და ეპიდვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მადლობა გადაუხადა საწარმოს თანამშრომლებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ხელმძღვანელ პირებს, ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის დაწესებული ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობებისათვის. დღეს, გამსვლელი ბრიგადის მიერ დამატებით, საწარმოს 22 თანამშრომელი აიცრა. ამ დროისთვის აჭარაში სულ 197 935 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)