|
2021-09-23 12:31:24, 815 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის 20 ფაქტი გამოვლინდა
„სამართლიანი არჩევნების და დემოკრტიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრი ჩათვლით პერიოდ მოიცავს, ასევე ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა 2-ჯერ მოხდა, ასევე გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების/წასვლის იძულების 4 ფაქტი. ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 3, ხოლო ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, გამოვლინდა თანამდებობის პირების კამპანიაში მონაწილეობის ერთი აქტი, არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 12, საგანმანათლებლო დაწესებულები პოლიტიზირები 5 შემთხვევა. „ქვეყნის მასშტაბით, შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები. წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)