12:14 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 11:28:54, 346 ნახვა

საზოგადოება
რევაზ სოხაძე ელდარისა და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ამჯერადაც  ვარკეთილის მესამე მასივში, ელდარის ქუჩის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს  იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც  ვარკეთილის მასივში  განხორციელდა. მოეწყო შიდა გზები, გადახურეს არაერთი კორპუსის სახურავი და გარემონტდა სადარბაზოები.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას კახი კალაძის გუნდის  მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.    

შეხვედრის ფარგლებში, კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზეც იმსჯელა. საუბარი შეეხო ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების თემას, რომელზეც კახი კალაძემ თავის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ეს პროცესი სწორედ ვარკეთილიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ   გასულ კვირას ელდარის ქუჩაზე, #109-ე სკოლის შენობაში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს,  საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდათ.
შეხვედრებს რევაზ სოხაძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics