|
2021-09-22 22:07:08, 564 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის საარჩევნო ოლქში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
კრწანისის საარჩევნო ოლქში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა. სწორედ კრწანისის საარჩევნო ოლქში გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდება.-ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე თქმით. განსხვავებული ფორმატით დაგეგმილი არჩევნების იმიტაციას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მოადგილეებთან და კომისიის წევრებთან ერთად დაესწრო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება, რაც მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში დააფიქსიროს. "იმისთვის, რომ ორ ოქტომბერს დაგეგმილი პილოტი იყოს ადმინისტრირების თვალსაზრისით გამართული და ყველა რისკი იყოს დაზღვეული, დღეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები/კენჭისყრა იმართება. ძირითადი პოზიტიური ნოვაცია ამ ნაწილში რაც გვაქვს, არის ის, რომ 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით, სულ რაღაც 1 ღილაკზე ხელის დაჭერით, რამდენიმე წუთში გვექნება ჩვენ ამ უბნების წინასწარი შედეგები", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. „კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 823 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. იმიტირებული კენჭისყრის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.“- ნათქვამია განცხადებაში.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)