|
2021-09-22 17:34:50, 592 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე- მაღალმთიანი აჭარისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება
მაღალმთიანი აჭარისთვის და სამცხე-ჯავახეთისთვის, ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება, განვითარების ახალი ეტაპი იქნება- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად მან ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლები უკვე წლებია ელიან ხულო-ზარზმის პროექტის განხორციელებას „ მაღალმთიანი აჭარა, აქ მაცხოვრებლები უკვე წლებია ელიან ამ პროექტის განხორციელებას, მის დასრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ერთიანი ჩართულობით, პირველ რიგში რა თქმა უნდა სამინისტროს , ასევე კონტრაქტორი კომპანიების კიდევ უფრო მეტი მონდომებით დათქმულ ვადებში შევძლებთ ამ პროექტის დასრულებას , რომელიც იქნება მაღალმთიანი აჭარისთვის და სამცხე-ჯავახეთისთვის განვითარების ახალი ეტაპი",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს გზაზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს ერთმანეთთან ქვეყნის ორ რეგიონს - სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება ორივე რეგიონის ტურისტული ნაკადები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)