|
2021-09-22 15:53:43, 708 ნახვა
პოლიტიკა
მელია დმანისზე - ხელისუფლებამ განგებ გასცა ბრძანება, რომ დმანისელებმა თავი უსაფრთხოდ ვერ იგრძნონ
არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო, არ ტყდება საქართველო! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ დმანისში საპროტესტო აქციზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობის ყველაზე შემზარავ ხერხებს მიმართავს. "უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რა ვერაგი და ბოროტი რეჟიმი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომელთან ბრძოლაშიც დიდ წილს თავის თავზე იღებს დმანისი და დმანისელები... ხელისუფლებამ განგებ გასცა დარწმუნებული ვარ თბილისიდან ბრძანება, დმანისელებმა რომ ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ თავი, მიდით, შეესიეთ, დაჭერით, დაარტყით, ესროლეთ და ეს ადამიანები შეშინდებიანო. პირიქით მოხდა - არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო, არ ტყდება საქართველო! მოძალადეები ხართ, ზონდერები ხართ! ყველაზე შემზარავ, ამორალურ ძალადობის ხერხებს მიმართავთ!", - აცხადებს ნიკა მელია. მელიას თქმით, ძალადობას და კრიმინალს, რაც დამანისში მოხდა, საზოგადოება პასუხს 2 ოქტომბერს გასცემს. "ხელებ აწეულები, მშვიდობიანად, ურყევად, მტკიცედ, ჩვენი ბიულეტენით მივიდეთ 2 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან და სახეში გავულაწუნოთ ამ რეჟიმს. ეს არ არის მუქარა, ყველა პასუხს აგებს! ყველა ზონდერი!", - განაცხადა მელიამ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)