19:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 15:13:04, 1042 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, Evergrande-ი გაკოტრების პირასაა

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, Evergrande-ი გაკოტრების პირასაა, რამაც საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პანიკური ვაჭრობა გამოიწვია.

ინვესტორები ფიქრობენ, რომ კომპანიის კოლაფსმა, შესაძლოა, ჩინეთის ეკონომიკის გარდა, სხვა კომპანიებიც გლობალური ეკონომიკური მასშტაბით დააზარალოს.

კომპანია უძრავი ქონების დაბალ ფასებში გაყიდვას ცდილობს, თუმცა აღნიშნული აქტივის დაბალი ლიკვიდურობიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვადის ამოწურვამდე საჭირო თანხის შეგროვება ვერ მოხერხდება. 

ანალიტიკოსების შეფასებით, 84 მილიონი დოლარი Evergrande-ს კოლოსალური პრობლემის მხოლოდ მცირედი ნაწილია და კომპანია 300-მილიარდიანი ვალის გასტუმრებას ვერ მოახერხებს, თუკი საქმეში მთავრობა ან ინვესტორები არ ჩაერევიან.

ფირმისადმი ნდობის მოპოვების მიზნით მიზნით, Evergrande -ის თავმჯდომარემ ჰუი იუანმა განაცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ  კომპანია ამ რთულ კრიზისს დაძლევს.

 "მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი ერთობლივი ძალისხმევით და შრომისმოყვარეობით, კომოანია გამოვა ამ კრიზისიდან და  განაახლებს სრულმასშტაბიან მშენებლობას რაც შეიძლება მალე," - განაცხადა ჰუიმ.

რაც შეეხება ინვესტორებს, გაკოტრების შიშმა საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების ფასის 85%-იანი ვარდნა გამოიწვია, რაც, სავარაუდოდ, იქამდე გაგრძელდება, სანამ Evergrande-ი არ გაკოტრდება.

ცნობისთვის, უძრავი ქონებისა და საინვესტიციო კომპანია, Evergrande-ი 1996 წელს დაარსდა და ჩინეთის მასშტაბით 280 ქალაქში ათასობით საცხოვრებელ და კომერციულ ფართს ფლობს. გარდა ამისა, კომპანიის საკუთრებაში ავტომობილების, საკვებისა და სასმელების საწარმოებიცაა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics