|
2021-09-20 16:36:32, 507 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებენ რომ, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებული განცხადება მცდარია. გვსურს, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები განთავსდა. „თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“, საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. რომლის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან, ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. ამ მიზნით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ორგანიზაცია „ალმასგან“ ყოველთვიურად, 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს, მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ.“ - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)