|
2021-09-18 12:35:57, 560 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე - ეს არის მადლიერი ხალხის საჩუქარი
ეს არის მადლიერი ხალხის საჩუქარი ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დედექალაქის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გაკრულ ბანერებს. კობახიძის თქმით, მას არ მოწონს აღნიშნული ბანერები, თუმცა ეს არ გამოხატვის ფორმა და თავისუფლება. "მე პირადად არ მომწონს, რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება მოწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით. ნებისმიერი გამოხატვის ფორმა, რომელიც შეიცავს ამ ნიშნებს, შეიცავს პოლარიზაციას, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები ამ ყველაფერში არის სამი რადიკალური ოპოზიცია, სამი ტელევიზიით", - განაცახადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები, რომლებზეც ოპოზიციონერი ლიდერები,მედიამენეჯერები და "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი, გიორგი გახარია არიან წარმოდგენილნი. ბანერზე წერია "არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)