|
2021-09-18 11:40:53, 592 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელოში დევნილ ოჯახებს შეხვდა
ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, ნგრევად და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში, წლების განმავლობაში მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ. ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, უპრეცედენტოთ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 200-მდე ოჯახი, საცხოვრებელ ფართს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს. „ჩვენ ინტენსიურად ვხურავთ იმ კომპაქტურ შენობებს, სადაც უმძიმესი პირობებია. ამ ეტაპისთვის, ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, განსახლება კრიტერიუმების გარეშე მოხდება. დეტალურ შესწავლას ოქტომბრის თვიდან დავიწყებთ და დევნილი მოსახლეობის განსახლების პროგრამა აქტიურად დაიწყება“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 2020 წელს, თანამედროვე სტანდარტების ბინა 360 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 68 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. 2021 წლის ბოლომდე კი, ახალ საცხოვრებელს, კიდევ 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. დამატებით, ზუგდიდში იგეგმება 1700 ბინის აშენება დევნილებისთვის.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)