|
2021-09-17 16:26:47, 741 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი სუს-ის სავარაუდო ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს
ევროკავშირი ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეფ ფორელის თანაშემწემ, პეტერ სტანომ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა. პეტერ სტანო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა დ აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკიხია ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომტიური ურთიერთობების ფარგლებში. „ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით»", - განაცხადა პეტერ სტანომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)