|
2021-09-17 15:53:58, 521 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში 8 ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო აგროგამოფენაში მიიღო მონაწილება
იტალიაში, ქალაქ რიმინიში გამართულ საერთაშორისო აგროგამოფენაში „მაკფრუტ 2021“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილება. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „ქარელი ფრუტს“ (ჩიკორი), „ჯორჯიას ნეიჩერალ“, „ლურჯი ველი“, „აგროლეინი“, „ნათს ჯი“, „კავკასუს ორგანიქ ფრუტს“, „ავგუსტ ფრუტ ფაქთორი“ და „ჯეო ორგანიქი“ ხილის და ბოსტნეულის ქართული პროდუქცია. „გამოფენის ფარგლებში, ქართულ სტენდთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ, „მაკფრუტ 2021“-ის პრეზიდენტმა, რენცო პირაჩინიმ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იტალიაში ექსპორტის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას, ყურადღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის ქვეყნებთან საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელობას საკითხებზე გამახვილდა. საერთაშორისო აგროგამოფენის „მაკფრუტ 2021“ ფარგლებში, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები იტალიურ კომპანიებთან და საერთაშორისო ბიზნესასოციაციებთან გამართეს. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო აგროგამოფენებში მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქციის ცნობადობის გაზრდა უზრუნველყონ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)