20:51 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 15:44:01, 829 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში Covid პასპორტი ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა

იტალიაში ყველა დასაქმებული პირი ვალდებული ხდება, ჰქონდეს მოქმედი Covid პასპორტი. 
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა.

იტალიის მთავრობა ევროპაში ვაქცინაციის ყველაზე მკაცრი მოთხოვნებს აწესებს. იტალიის პრემიერი მზადაა, ვაქცინაციის ტემპის შენელების შემთხვევაში აცრა ყველასთვის სავალდებულო გახადოს.

ახალი რეგულაცია დაახლოებით 18 მილიონ დასაქმებულს შეეხება. 
დასაქმებულები, რომლებიც მოთხოვნას არ შეასრულებენ, 1500 ევრომდე ოდენობის ჯარიმას გადაიხდიან, ხოლო დამსაქმებლები, რომლებიც ვერ ახერხებენ თანამშრომლების შემოწმებას, შესაძლოა 1000 ევრომდე დაჯარიმდნენ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით იტალიაში მოსახლეობის 75% სრულად ვაქცინირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics