|
2021-09-17 12:25:10, 711 ნახვა
საზოგადოება
IDFI პროკურტურას - ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, უზრუნველყავით მასალების წაშლა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 13 სექტემბერს ინტერნეტ სირცეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მასალების შესწავლის შემდეგ, გამოიკვეთა შემდეგი, რომ გავრცელებული მასალა, სავარაუდოდ, 2014-21 წლებშია შექმნილი, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავს. ამასთანავე, მასალები მაღალი ალბათობით, არ არის ფალსიფიცირებული და დამუშავებულია სუს-ის მიერ. IDFI-ის დაკვირვების შედეგად, გავრცელებული მასალების ნაწილი სავარაუდოდ მოპოვებულია უკანონოდ და მიუთითებს უკანონო მიყურადების სისტემურობაზე. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, სასწრაფო წესით გამოიკვლიოს გავრცელებული მასალების ავთენტურობა და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია, ამასთანავე, მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და უზრუნველყოს გავრცელებული მასალების წაშლა/წვდომის შეზღუდვა. გარდა ამისა, ორგანიზაცია მოუწოდებს უწყებას, გამოძიების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობა. IDFI მიმართავს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსაც და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შექმნას საგამოძიებო კომისია. კომისიამ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური თვალთვალის კანონირებისა და მასში მაღალი თანამდებობის პირთა ჩართულობის საკითხი. ორგანიზაცია მედია ორგანიზაციებსა და ჟურალისტებს მოუწოდებს, გავრცელებული მასალები გააშუქონ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების სრული დაცვით. მასალები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რასაც ღირებული საჯარო ინტერესი მოითხოვს. გაშუქებისას დაცულ უნდა იქნეს ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლება.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)