|
2021-09-16 12:13:15, 368 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ყველა რაიონში შეგვიძლია გავიაროთ და ვნახავთ რეაბილიტირებულ სკვერებს და პარკებს, რომლებიც სავსეა ადამიანებით
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი ძირითადი პროგრამები წარუდგინა. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, მისი წინასაარჩევნო სლოგანი „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" სწორედ მეტ რეკრეაციულ სივრცეს და საზოგადოებისთვის შექმნილ კომფორტულ გარემოს გულისხმობს. „რა არის მეტი სიცოცხლე?! - მეტი მწვანე სივრცე, მეტი პარკი, მეტი სკვერი, მეტი განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტი ხელმისაწვდომობა მასზე, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ყველა უბანში, ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე, მეტი საბავშვო ბაღი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა შეძლონ ნორმალურ პირობებში განათლების მიღება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებთ, აუცილებლად შევასრულებთ და ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩვენი გაკეთებული საქმეები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ასე რომ, მომდევნო ოთხი წელი ქალაქისთვის იქნება აღმშენებლობის და განვითარების წლები", - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში გარემოსდაცვითი მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „ახალი პარკები, სკვერები, მათი განახლება-რეაბილიტაცია. ყველა რაიონში შეგვიძლია გავიაროთ და ვნახავთ რეაბილიტირებულ სკვერებს, რეაბილიტირებულ პარკებს, რომლებიც სავსეა ადამიანებით. ძალიან მახარებს ეს ტენდენცია და ის, რომ საპარკო კულტურა შემოვიდა დედაქალაქში. ამ რეაბილიტირებულ პარკებში ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განსაზღვრული შესაბამისი სივრცე, სადაც შეუძლიათ დაისვენონ, გაერთონ, ივარჯიშონ, განიტვირთონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, ძალიან კარგია, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს, რას გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, როგორი იქნება ჩვენი ხედვა, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება პარკების სკვერების, რეკრეაციული სივრცეების მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობები არ განხორციელებულა და არც მომავალში განხორციელდება. „პირიქით, სადაც ვნახულობთ სივრცეებს რაიონებში, უბნებში, ყველგან ვცდილობთ შევქმნათ რეკრეაციული ზონები, ყველგან მოვაწესრიგოთ სკვერები და განვაახლოთ პარკები. ეს მიდგომა იქნება ჩვენი მხრიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - აღნიშნა კახა კალაძემ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)