|
2021-09-15 13:43:33, 360 ნახვა
საზოგადოება
დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ბილაინი აბონენტებს სპეციალურ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს
ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, 15 სექტემბრიდან, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ სპეციალურად დისტანციური სწავლებისთვის შექმნილი ინტერნეტ პაკეტით. მისი ღირებულება 10 ლარს შეადგენს და 20GB მობილურ ინტერნეტს მოიცავს. მოქმედების ვადა კი 30 დღეა. ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) პლატფორმაზე mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით ერთჯერადად დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ გაუაქტიურდეთ აღნიშნული ინტერნეტ პაკეტი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს აღნიშნული სერვისით, სხვა მობილურ ნომერზე ინტერნეტ პაკეტის ჩართვა შესაძლებელი იქნება გააქტიურებული სერვისით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ. დისტანციური სწავლების ინტერნეტ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)