16:57 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 00:47:13, 669 ნახვა

საზოგადოება
ჩანაწერების ფიგურანტი: ვიცი, რომ ისმენდნენ, ეს სახელმწიფო საშიშროების სამსახურია

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული ტელეკომპანია პირველთან საუბარში ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებული მასალებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, მისი და მისი ძმის, მამა დავით ჭინჭარაულის საუბარიც არის. 

"ვიცი, ვიცი, ისმენდნენ. ისმინონ, რა, ცუდს რას ვამბობ? დასამალი მე არაფერი არ მაქვს.  

დავითს ველაპარაკე მაშინ, მაშინ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ვთხოვეთ დახმარება. როგორც გამოიკვეთა, უფრო სუსი არ არის, უფრო არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახურია. თუ უსმენს ყველა ადამიანს, ეს უსაფრთხოება აღარ არის, საშიშროებაა". - ამბობს ის. 

 გავრცელებულ მასალებში წერია:

"მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწეს, აქრიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს თავისმა ძმამ, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჭინჭარაულმა აცნობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარედ მისთვის უცნობმა პირებმა დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები და გამართეს ე.წ. ბაზრობა. მიმდინარე წლის 13 მაისს დ. ჭინჭარაული ესაუბრა ირაკლი კობახიძეს და სთხოვა არსებული მდგომარეობის მოგვარებაში დახმარება". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics