|
2021-09-14 15:21:33, 643 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ
რუსეთისა და სირიის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ-ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები იყო, მათი სამხედრო თანამშრომლობა და თუ როგორ უნდა აიღონ სირიაში, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ბოლო რაიონები. ორ პრეზიდენტს შორის ეს შეხვედრა პირველი იყო , გასული წლის იანვარში, სირიაში გამართული სამიტის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ კრემლმა ვლადიმერ პუტინის კომენტარი გაავრცელა. ”მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ უცხოური შეიარაღებული ძალები რჩება ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში გაეროსა და თქვენი ნებართვის გარეშე”,-განუცხადა პუტინმა ალ ასადს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ ალ-მექდადი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. რუსეთი აშკარად უჭერს მხარს ასადის მმართველობას სირიაში. 2015 წლიდან , რუსული ძალები განლაგებული არიან სირიაში, რათა დახმარება გაუწიონ სირიის სახელმწიფო ძალებს, ასადის წინააღმდეგ ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაკავებში. თუმცა, სირიის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სახელმწიფოს კონტროლის მიღმა რჩება, ასადის წინააღმდეგ ამბოხებულებს ჰყავთ მოკავშირეები. ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთოთ განლაგებულია თურქეთის ძალები , აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში კი ამერიკული ძალები.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)