|
2021-09-14 15:11:20, 383 ნახვა
საზოგადოება
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ქ.რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლებთან (ონლაინ) საინფორმაციო შეხვედრა გამართა. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. საწარმოების წარმომადგენლებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ახალ რეგულაციებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიეწოდათ. „საქართველოს მთავრობამ „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022“ ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და უკეთ რეგულირების მიზნით დაამტკიცა. გეგმის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს. კერძოდ, განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული თითქმის ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიმართულია სამრეწველო ემისიების უკეთ რეგულირებისკენ. ამასთან, შესრულდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები და გამწვანების სამუშაოები. შეხვედრას სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ წევრებიც ესწრებოდნენ.“-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)