|
2021-09-14 14:52:59, 316 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსში“ შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტრო ავტომობილებმა ჩაანაცვლა
თეგეტა შიდა გადაადგილებისა და გადაზიდვისთვის ეკო სატვირთო ავტომობილებს იყენებს. კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, ეკოლოგიაზე ზრუნვა კომპანიისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამუშაოების შესრულებისას, გადაზიდვებისათვის, სერვისცენტრებში, კომპანია მუდმივად ეკოინოვაციების დანერგვას ცდილობს და თანამედროვე ტენდენციებს ერგება. 2 თვეა, რაც თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე ელექტრო სატვირთო მანქანები გამოჩნდა. კომპაქტური ზომის ეკო–სატვირთოები თეგეტას სერვის ცენტრის შიდა პერიმეტრზე ავტონაწილების გადასატანად არის გათვალისწინებული. „ვფიქრობთ, რომ ელექტრო სატვირთო მანქანების გამოყენება თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში მნიშვნელოვანი ეკოინიციატივაა. ნულოვანი ემისიის მქონე ავტომანქანები არამხოლოდ ჰაერის დაბინძურების, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორის, ე.წ. „ხმაურის დაბინძურების“ (Noice Pollution) შემცირებას უწყობს ხელს, რაც თეგეტას მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტია“ – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა. თეგეტას ელექტრო სატვირთოები 3 საათში იმუხტება და 80 კმ–ის გავლა შეუძლია. ეკო–სატვირთოები მაქსიმუმ 400კგ ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს და მომხმარებლის მომსახურებას უფრო მეტად კომფორტულსა და ოპერატიულს ხდის. ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, თეგეტა მოტორსი ენერგო ეფექტური ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. „კომპაქტური ეკომეგობრული სატვირთო მანქანების გამოყენება ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპია. სამომავლოდ შიდა ოპერაციებისა და გადაზიდვისთვის განკუთვნილი ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით ჩანაცვლდება“ – ამბობს ვახტანგ კაჭარავა.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)