|
2021-09-14 12:25:54, 700 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეკლესიის წინააღმდეგ „ბინძურ პროვოკაციად“ აფასებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებას ეკლესიის წინააღმდეგ „ბინძურ პროვოკაციად“ აფასებს. როგორც ღარიბაშვილია აღნიშნავს, „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. „ეს არის მორიგი, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც საფუძველთა საფუძველია, ჩენი სარწმუნოების და ეკლესიის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი მიზანი და ამოცანა იყო მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიცაა ეკლესია, პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად, მთელი სასულიერო პირები. ჩვენმა ბრძენმა ხალხმა კარგად იცის, როგორ ანტიეკლესიურ, ანტისახლმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, 9 წლის წინ ამ ადამიანების ჩაგვრას მათ მავნებლურ ანტისახლმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)