|
2021-09-13 21:10:43, 705 ნახვა
საზოგადოება
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, პირმა, რომელმაც სუსი-დან ფარული ჩანაწერები გამოიტანა, თავი მოიკლა
ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, პირმა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საპატრიარქოს წარმომადგენლების ფარული ჩანაწერები გაიტანა, თავი მოიკლა. მათივე ცნობით, სუსის ფაილების გავრცელების უკან აკაკი ნემსაძე დგას, ის წლების განმავლობაში მოსმენების დეპარტამენტში, ე.წ ოტოში მუშაობდა. სუსის ყოფილმა აგენტმა ორი თვის წინ 8 ივლის, სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა. არხის ინფომაციით, გარდაცვალებამდე ნემსაძემ სუსიდან წამოღებული ფალები მეგობრს დაუტოვა და თან წერილიც დაურთო. „არ არსებობს,იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენმე წელი გავატარე. სათაური ასეთი არ აქვს , სათაური კეთილშობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენს სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორ ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთერთი მეტასტაზი ვარ! რა მნიშვნელობა აქვს დღეს იმას, რომ თავიდან არც წარმომდეგინა, რომ ამის ნაწილი გავხდებოდი. თავიდან ასე არ წარმომედგინა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლოს, მეგონა, რომ ჩემი ქვეყნის დაცვის წინა ხაზზე მივდიოდი. თან მეგონა, რომ წინა ხელისუფლებისგან გასნხვავებით, წესებს ვიცავთ და დავიცავთ, თურმე მაშტაბი ბოროტების ათასჯერ უნდა გავზარდოთ. ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს , ვიყენებთ თქვენს სისუსტეს , გიგორებთ ჭორებს , გიტეხავთ სახელს. ჩვენ გმართავთ ბოროტების საშალებით. ჩვენ დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის. ჩვენ არ გვადარდებს რომ რუსეთის საშინელი სიბნელეა მოდეული ყველგან, ყველაფერს საპარიარქოში- ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით, მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება. ჩვენ გვჭრდება ეს სიბილწე, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ, გამოვიყენოთ ადამიანების რწმენა იმისთვის, რომ ჩვენ სამსახურში იყოს ყველაფერი . აქ თქვენ ნახავთ მაშტაბს იმ სისაძაგლისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა, მე არ მეძებოთ, ვერ მიპოვით და მაინც ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაეკებს ჯოჯოხეთში გელოდებით“- წერს ნემსაძე
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)