20:34 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 13:22:45, 667 ნახვა

საზოგადოება
როგორ დავიცვათ საბანკო ბარათების უსაფრთხოება

ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ელექტრონული საფულის საშუალებით გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება. ბარათის კომფორტი პანდემიამაც გამოკვეთა, როდესაც ნაღდ ფულთან შეხება არცთუ სასიამოვნო  პროცესი გახდა. თუმცა, პლასტიკური ბარათით გამარტივებული ცხოვრება მხოლოდ იქამდე შეიძლება გაგარძელდეს, ვიდრე მისი მოხმარების უსაფრთხოებისა და კონფედენციალურობის წესებს დავიცავთ.

გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

· არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ. არ გადასცეთ სხვა პირს, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე ან სხვა ნებისმიერ ადგილზე გადახდისას.

· არავის გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და არავის გადაუგზავნოთ მისი ფოტო.

·ბარათის მეგობრისთვის ან ნებისმიერი პირისთვის თხოვება სარისკოა. სარისკოა ბარათის პინკოდის ან მობილურზე მოსული ერთჯერადი სმს კოდის სხვისთვის გადაცემა.

· ნურავის გაუზიარებთ  ხმამაღლა თქვენი ბარათის ნომერს. შესაძლოა, მას ის ადამიანიც ისმენდეს,  ვისაც ბარათის მონაცემების ბოროტად გამოიყენება შეუძლია.

· ბარათის დაკარგვის ან დაკარგვის ეჭვის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ის ინტერნეტბანკის ან ქოლცენტრის საშუალებით.

წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა  ედუფინი

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics