|
2021-09-08 20:38:51, 694 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე- საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია
საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია- ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული ამბიციების მხარდამჭერად. „მე კიდევ ერთხელ დავადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩვენს მხარდაჭერას დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი. ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომ ყველა პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში და მუშაობს. ძალიან კარგია დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც ყველა მონაწილეობს და იქმნება კულტურა, როდესაც შეიძლება კომპრომისების პოვნა და საერთო ენის გამონახვა, იმის ნაცვლად, რომ პარტიები მუდმივად ერთმანეთს ებრძოდნენ. ჩვენ ვნახეთ პოზიტიური განვითარება, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ამ პროცესის გაგრძელება, რადგან ეს არის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია. მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული ამბიციების მხარდამჭერად“, - განაცხადა ანდრეას ნორლენმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)