|
2021-09-08 13:56:08, 464 ნახვა
საზოგადოება
„ერთი ქვეყნის ერთი პრიორიტეტული პროდუქტი" - FAO-ს გლობალური ინიციატივა
„ერთი ქვეყნის ერთი პრიორიტეტული პროდუქტი", ასე ეწოდება ახალ, გლობალურ ინიციატივას, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საფუძველი ჩაუყარა. ინიციატივის მიზანია, განავითაროს გამორჩეული და განსაკუთრებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვები, გააძლიეროს მცირე საოჯახო მეურნეობები და მხარი დაუჭიროს აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციას, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მისაღწევად. როგორც ინიციატივის წამოწყების ონლაინ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამა „დანერგე მომავალი"-ს ფარგლებში შექმნილი ხეხილის ბაღები, შესაძლოა, ამ გლობალური ინიციატივის ნაწილი გახდეს. მისი თქმით, ეს კარგი მაგალითი იქნება მწვანე ღირებულებათა ჯაჭვის პოპულარიზაციისთვის, მდგრადი წარმოების განვითარებისა და პროდუქტის დამუშავება-დასაწყობების გრძელვადიანი დაგეგმვის განსახორციელებლად.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)