|
2021-09-07 16:20:35, 602 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა კობახიძეს-როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი
როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ,დეპუტატმა თინა ბოკუჩავა, "ქართული ოცნების " ლიდერს, ირაკლი კობახიძეს დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, კობახიძის საგარეო კურის არ არის დასავლეთისკენ. „როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი; როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანი არ არის, როდესაც ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი ივანიშვილის პირადი ადვოკატი კი არ იყოს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებული პიროვნება იყოს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ნდობა, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი. როდესაც თქვენ ამართლებთ თქვენი მხრიდან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ შემდგარ დოკუმენტზე გასვლის მცდელობას, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი, რომლის საგარეო კურსი არ არის ევროპისკენ, ნატო-სკენ, დასავლეთისკენ, არამედ არის რუსეთისკენ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)