00:04 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 18:55:50, 714 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ანტონი-ზნეობრივ საკითხებში, რაღაც რაღაცეები, რომელნიც ურყევად მიმაჩნდა უწინ , შემიწყნარებია, გამიტარებია. მაგალითად ქალიშვილობის ინსტიტუტი

ზნეობრივ საკითხებში, რაღაც რაღაცეები, რომელნიც ურყევად მიმაჩნდა უწინ , შემიწყნარებია, გამიტარებია. მაგალითად ქალიშვილობის ინსტიტუტი, კაცის - ქალის თხოვება - გათხოვება-ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, აგიტაცია, პროპაგანდები, თოქ-შოუები, მხვატრულ ფილმებითა და გრძნობადი სასიყვარულო პოეზია-რომანებით, გაგვიხედნეს ჯერ ყური, შემდეგ გრძნობები

" არის ზნეობრივ საკითხები, რომელნიც პოსტულატებისავითაა ჩამოყალიბებული. ეს ერთდაგვარი „ზნეობივი დუღაბია“, რომელიც ჩამოუყალიბდა ზოგადკაცობრიობას, ერს, გვარს.ტრადიციად დამკვიდრებულან კიდეც. არის ზნეობრივი საკითხები, რომელნიც არ გადაისინჯებიან, არც ერთ ამპლუაში - არც ბაბუობაში, არც მამობის ჟამს და ა.შ. ბაბუობის ჟამს

ზნეობრივ საკითხებში, რაღაც რაღაცეები, რომელნიც ურყევად მიმაჩნდა უწინ , შემიწყნარებია, გამიტარებია. მაგალითად ქალიშვილობის ინსტიტუტი, კაცის - ქალის თხოვება - გათხოვება მრავალჯერ... ვფიქრობ ჩემთვის, რა მოხდა ჩემში, საზოგადოებაში, რა მიზეზებმა გაოიწვია ეს და მისთანანი.... დასკვნა: ამ ქმედებების აგიტაცია- პროპაგანდამ!

აქ შეიძლება ვიდავოთ, რომ გრძნობას წინ ვერ აღუდგები, თუ შეგიყვარდა რა მნიშვნელობა აქვს განათხოვარი ქალიშვილი... ვისაც გნებავთ გაყევით იმ მსჯელობას-მოსაზრებას, რომ რატომ არ გიყვარდება დედა, და და სხვა ისინი ვინც უკვე წინასწარ იცი, ტაბუდადებულია“ზნეობრივი დუღაბით“.

უბრალოდ ვიტყვი, რომ აგიტაცია, პროპაგანდები, თოქ-შოუები, მხვატრულ ფილმებითა და გრძნობადი სასიყვარულო პოეზია-რომანებით, გაგვიხედნეს ჯერ ყური, შემდეგ გრძნობები. შემოუშვეს ჩვენს ცნობიერებაში, შეგვაწყნარებინენ, გაგვატარებინენ, თვალი დაგვახუჭინენ და საკეთებელიც გაკეთდა!"-წერს მიტროპოლიტი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics