00:01 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 14:18:18, 523 ნახვა

საზოგადოება
სკოლებისა და უნივერსიტეტების 4 ოქტომბრამდე გახსნა ჯერ არ განიხილება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აკადემიურ გარემოში განახლება თანაბრად მნიშვნელოვანია, რისთვისაც საჭიროა სტუდენტებისა და პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია.

„სკოლებსა და უნივერსიტეტებში თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ დროულად განახლდეს სწავლა აკადემიურ გარემოში. ამდენად, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია სტუდენტების, პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია. სტუდენტების ნაწილი მონაწილეობს ვაქცინაციაში, თუმცა მეტი აქტივობაა საჭირო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნა, გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერ არ განიხილება.

„იმ ვადაზე ადრე გახსნა, რაც იყო დაანონსებული, ჯერ არ განიხილება, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics