06:04 - 14 Aug, 2026
|
2021-09-06 14:01:19, 651 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე - მაგის ჩამოსვლას ელოდება მთელი შესაბამისი სამსახურები და ჩამოვიდეს
გუშინდელი დღიდან მოყოლებული ვზივარ ტელევიზორთან და ვერ ვცილდები, როდის იქნება ეგ მომენტი, რომ რაღაც თქვას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა,რომელმაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადების გაკეთება დაანონსა. კალაძის თქმით, ამ საკითხზე კომენტირება არასერიოზულია. “მაგის ჩამოსვლას ელოდება მთელი შესაბამისი სამსახურები და ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდეს და პასუხი აგოს იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი”, - აცხადებს კალაძე. ცნობისთვის, სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)