06:05 - 14 Aug, 2026
|
2021-09-04 17:59:37, 391 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მე ვსაუბრობდი კეზერაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მის კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი
ნამდვილად არ მსურს და ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ჩემი კომპეტენცია, ვერ გავაკეთებ კომენტარს ცალკე აღებულ პიროვნებაზე, მათ შორის ვერც კეზერაშვილზე, მის სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საუბრობს კეზერაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და სასამართლო პროცესზე კომენტარის გაკეთება მისი პრეროგატივა არ არის. „მე ვსაუბრობდი მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და მას მოვიხსენიებდი სააკაშვილის მაფიოზური დაჯგუფების წევრად. ცალკე მის კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი", - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)