|
2021-09-02 12:45:30, 430 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი - სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, ეს იყო გზა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ
არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი - სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ქართველი ხალხისთვის. „არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო რატი ბრეგაძის ერთ-ერთ ნათქვამს, მან შედარება გააკეთა და ახსენა, რომ სააკაშვილის დროს მართლაც ბოლშევიზმი იყო საქართველოში დამკვიდრებული. უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი - სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო. კაცი აღშფოთებული, გაოგნებული იყო და ეს იყო მისი დაკვირვება და ანალიზი, რომ მართლაც ლენინიზმი იყო და ეს იყო გზა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ. ეს, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ახლა ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მომავალ თაობას, რომელიც მოემსახურება და კიდევ უფრო მეტს გაუკეთებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)