04:04 - 14 Aug, 2026
|
2021-09-02 11:45:39, 689 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - შეთანხმება რომ იყოს გაუქმებული, მაშინ დღეს ხელმოწერა არ იქნებოდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმება მოქმედია და ანულირებული რომ იყოს, მაშინ დღეს ხელმოწერა ვერ მოხდებოდა. "ეს ნიშნავს იმას, რომ არ მივცემთ ქართულ ოცნებას უფლებას, საქართველო წაიყვანოს რუსულ ორბიტაზე, ააცდინოს ევროპული განვითარების გზას. ეს ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს. ხელშეკრულება და შეთანხმება რომ იყოს გაუქმებული, როგორც ამას ქართული ოცნება აცხადებს, არ იქნებოდა ეს ხელმოწერა დღეს. ევროკავშირისთვისა და ამერიკისთვის მთელი ქართული საზოგადოებისთვის ეს შეთანხმება არის მოქმედი და ამ მოქმედი შეთანხმების დარღვევა არის დასჯადი, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლის მიერ."- განაცხადა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)