04:04 - 14 Aug, 2026
|
2021-09-02 11:11:59, 965 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიამ და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებმა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. გუშინ, ნიკა მელიამ თქვა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას განცხადებით, საქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია. 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)