|
2021-09-01 20:03:15, 377 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილმა, მელიამ, გვარამიამ, მერაბიშვილმა დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაგვაკარგინეს ჩვენი ტერიტორიები, მეორედ აღარ მივცემთ ამის გაკეთების შესაძლებლობას
ამ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში 3 წელი, 2024 წლამდე, არ იქნება არჩევნები და ეს 3 წელი უნდა იყოს აღმშენებლობის, მუშაობის, პროგრესის და განვითარების წლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი და ამოცანა. „კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემს მიერ დასახელებულმა პირებმა: სააკაშვილმა, მელიამ, გვარამიამ, მერაბიშვილმა დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაგვაკარგინეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის გაკეთების შესაძლებლობას. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ეს მჩაგვრელი ხალხი არასოდეს აღარ დაბრუნდეს პოლიტიკაში და ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)